წესები და პირობები
Tedee.ge ონლაინ მაღაზია – წესები და პირობები
წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს Tedee.ge-ს ვებსაიტის
(შემდგომში – „ვებსაიტი“) გამოყენებას, პროდუქციის შეძენას, გადახდას,
მიწოდებასა და სხვა დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს მომხმარებელსა
და გამყიდველს შორის.
ვებსაიტის გამოყენებით და/ან შეკვეთის განთავსებით, მომხმარებელი ადასტურებს,
რომ სრულად ეთანხმება მოცემულ წესებსა და პირობებს.
1. ზოგადი ინფორმაცია
ვებსაიტის მფლობელი და ოპერატორია:
შპს „აითისოლუშენს“
საიდენტიფიკაციო კოდი: 405332670
საბანკო რეკვიზიტები:
სს „საქართველოს ბანკი“
IBAN: GE36BG0000000161198642
სს „თიბისი ბანკი“
IBAN: GE30TB7690636020100012
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ.ფოსტა: support@tedee.ge
ტელეფონი: +995 595 30 22 88
იურიდიული მისამართი:
საქართველო, ქ. თბილისი, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩა №23
2. ტერმინების განმარტება
მომხმარებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იყენებს ვებსაიტს ან ახორციელებს შეკვეთას.
გამყიდველი – შპს „აითისოლუშენს“.
პროდუქცია – ვებსაიტზე წარმოდგენილი ჭკვიანი საკეტები, აქსესუარები და დაკავშირებული პროდუქტები.
შეკვეთა – მომხმარებლის მიერ ვებსაიტზე განთავსებული პროდუქციის შეძენის მოთხოვნა.
3. შეკვეთის გაფორმება
3.1 მომხმარებელი ვალდებულია შეკვეთისას მიუთითოს ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია.
3.2 არასწორი ან არასრული ინფორმაციის შემთხვევაში, გამყიდველი უფლებამოსილია გააუქმოს შეკვეთა.
3.3 შეკვეთა ძალაში შედის გადახდის დადასტურების შემდეგ.
4. ფასები და გადახდა
4.1 ვებსაიტზე მითითებული ფასები წარმოდგენილია ლარში (GEL) და მოიცავს კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს, თუ სხვაგვარად არ არის მითითებული.
4.2 გადახდა შესაძლებელია ვებსაიტზე ხელმისაწვდომი გადახდის მეთოდებით.
4.3 გამყიდველი იტოვებს უფლებას, შეცვალოს ფასები წინასწარი შეტყობინების გარეშე, თუმცა ეს არ ვრცელდება უკვე დადასტურებულ შეკვეთებზე.
4.4 საბარათე გადახდები
მომხმარებლის მიერ პროდუქციის ღირებულების საბარათე ინსტრუმენტით გადახდის შემთხვევაში, გადახდების მიღება ხორციელდება სს „საქართველოს ბანკისა“ და საგადასახადო მომსახურების პროვაიდერის — შპს „იუნაითიდ ფეიმენთ ჯორჯიას“ მეშვეობით.
გადახდის განხორციელებით, მომხმარებელი ეთანხმება სს „საქართველოს ბანკისა“ და საგადასახადო მომსახურების პროვაიდერის — შპს „იუნაითიდ ფეიმენთ ჯორჯიას“ შეთანხმების წესებსა და პირობებს, რომლებიც ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:
https://unitedpayment.ge/medium/page/document/52078b04-86f5-47fa-83d2-da6654631fa3
მომხმარებელი აცნობიერებს და ეთანხმება, რომ აღნიშნული წესები და პირობები შესაძლოა პერიოდულად შეიცვალოს და ყოველი გადახდის განხორციელებისას ვალდებულია გაეცნოს გადახდის მომენტისთვის მოქმედ ვერსიას. გადახდის განხორციელებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ ეთანხმება იმ მომენტისთვის მოქმედ წესებსა და პირობებს.
ბარათის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობითა და სს „საქართველოს ბანკის“ ინსტრუქციებით განსაზღვრული მოთხოვნები.
5. მიწოდება
5.1 მიწოდება ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე.
5.2 მიწოდების ვადები და ღირებულება დამოკიდებულია მისამართზე და არჩეულ სერვისზე.
5.3 გამყიდველი არ აგებს პასუხს მიწოდების დაგვიანებაზე, თუ ეს გამოწვეულია მესამე მხარის (კურიერის) ან ფორსმაჟორული გარემოებების მიერ.
6. დაბრუნება და გაუქმება
6.1 მომხმარებელს უფლება აქვს დააბრუნოს პროდუქცია კანონით დადგენილ ვადებში, იმ შემთხვევაში თუ პროდუქცია არ არის გამოყენებული და შენარჩუნებულია პირვანდელი მდგომარეობა.
6.2 ელექტრონული საკეტების, პროგრამულად აქტივირებული ან ინდივიდუალურად კონფიგურირებული პროდუქციის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ ქარხნული დეფექტის არსებობის შემთხვევაში.
6.3 დაბრუნების ხარჯები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობისა და კონკრეტული შემთხვევის მიხედვით.
6.4 იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი საკუთარი გადაწყვეტილებით ახორციელებს შეკვეთის გაუქმებას და პროდუქცია ჯერ არ არის გაგზავნილი, მომხმარებელი ვალდებულია წარმოადგინოს საკუთარი საბანკო ანგარიშის ნომერი (IBAN).
გადახდილი თანხის დაბრუნებისას მომხმარებელს დაუბრუნდება გადახდილი თანხის 95%. დარჩენილი 5% შესაძლოა დაკავდეს კომპანიის მიერ გაწეული რეალური საოპერაციო და გადახდის ტრანზაქციის ხარჯების ანაზღაურების მიზნით, რაც დამოკიდებულია შეკვეთის დამუშავების ეტაპზე.
აღნიშნული საკომისიო არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც შეკვეთის გაუქმება ან დაბრუნება გამოწვეულია პროდუქციის ქარხნული დეფექტით ან გამყიდველის ბრალით.
6.5 შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ იმ ეტაპამდე, სანამ არ მოხდება პროდუქციის გაგზავნა. თანხის დაბრუნება განხორციელდება მომხმარებლის მიერ საბანკო ანგარიშის ნომრის (IBAN) წარდგენიდან 1–3 სამუშაო დღის განმავლობაში.
7. გარანტია
7.1 პროდუქციაზე ვრცელდება მწარმოებლის მიერ განსაზღვრული საგარანტიო პირობები.
7.2 გარანტია არ ვრცელდება არასწორი მონტაჟის, არასათანადო გამოყენების ან მექანიკური დაზიანების შემთხვევაში.
8. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
8.1 გამყიდველი არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ პროდუქციის არასწორად გამოყენებით გამოწვეულ ზიანზე.
8.2 ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაცია წარმოდგენილია „როგორც არის“ პრინციპით.
9. პერსონალური მონაცემები
9.1 მომხმარებლის პერსონალური მონაცემები მუშავდება კონფიდენციალურად და მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
9.2 მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების წესები დეტალურად არის აღწერილი კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს.
10. ფორსმაჟორი
გამყიდველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორსმაჟორული გარემოებებით.
11. დავების გადაწყვეტა
წინამდებარე წესებიდან გამომდინარე ნებისმიერი დავა რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
12. წესების ცვლილება
გამყიდველი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს წინამდებარე წესები და პირობები. განახლებული ვერსია გამოქვეყნდება ვებსაიტზე.