Tedee GO2 (ვერცხლისფერი ალუმინი / თეთრი)
ხელმისაწვდომი, ელეგანტური, (DIY) ჭკვიანი საკეტი — ახლა უფრო ჩუმი და კიდევ უფრო ძლიერი.
დაამონტაჟეთ Tedee GO2 თქვენს კარზე რამდენიმე წუთში: მარტივად დაამაგრეთ ევროპულ ცილინდრზე, მოარგეთ თქვენს გასაღებს და დააფიქსირეთ მხოლოდ სამი ხრახნის მეშვეობით — მარტივად და უსწრაფესად.
განაახლეთ სახლის წვდომის სისტემა გასაღებების გარეშე: გახსენით კარი მხოლოდ სმარტფონით და ისარგებლეთ ავტომატური ჩაკეტვა/გაღებით. გააზიარე „ვირტუალური გასაღებები“ Tedee აპიდან — რათა ოჯახის წევრებმა ან თანამშრომლებმა შეძლონ შესვლა თავიანთი სმარტფონებით.
დააკავშირეთ თქვენი ჭკვიანი საკეტი Tedee Bridge-თან — მიიღეთ რეალური დროის ჟურნალი, დისტანციური კონტროლი ნებისმიერი ადგილიდან და ინტეგრაცია ჭკვიან სახლის სისტემებთან:
Google Home, Amazon Alexa, Homey, FIBARO, Loxone და სხვა მრავალი.
Tedee GO2 მუშაობს მხოლოდ იმ ევროპულ ცილინდრებთან, რომლებსაც აქვთ გადაუდებელი (Emergency) გახსნის ფუნქცია: როდესაც ორივე მხარეს ერთდროულად არის ჩასმული გასაღები, ერთის დატრიალება აუცილებლად უნდა ატრიალებდეს მეორესაც.
Tedee GO2 თავსებადია ისეთ ცილინდრებთან, რომლებიც მუშაობს Tedee PRO-სთან, ასევე შესაძლებელია მისი გამოყენება deadbolt და oval mortise ადაპტერებთან Tedee GO2 Bar ადაპტერის საშუალებით.
600.00₾
მახასიათებლები
| მოდელი | TLV2.0 |
|---|---|
| წონა | დაახლ. 196 გ |
| ზომები | Ø 57 მმ × 63 მმ |
| სამუშაო ტემპერატურა | 10–40°C (მხოლოდ შიდა სივრცე) |
| სამუშაო ტენიანობა | მაქს. 65% |
| ბრუნვის სიმძლავრე | 1.6 Nm |
| წარმოების ქვეყანა | პოლონეთი, ევროკავშირი |
| კვების წყარო | 3× CR123/CR123A ელემენტი |
| ელემენტის მუშაობის დრო | 6–8 თვემდე |
| უსაფრთხოება | TLS 1.3 |
| თავსებადია | Tedee Bridge, Tedee Keypad |
| ინსტალაცია შესაძლებელია | ევრო-პროფილის ცილინდრებზე ორმაგი კლაჩის (emergency) ფუნქციით |
