Tedee GO2 (შავი ალუმინი)

ხელმისაწვდომი, ელეგანტური, (DIY) ჭკვიანი საკეტი — ახლა უფრო ჩუმი და კიდევ უფრო ძლიერი.

დაამონტაჟეთ Tedee GO2 თქვენს კარზე რამდენიმე წუთში: მარტივად დაამაგრეთ ევროპულ ცილინდრზე, მოარგეთ თქვენს გასაღებს და დააფიქსირეთ მხოლოდ სამი ხრახნის მეშვეობით — მარტივად და უსწრაფესად.

განაახლეთ სახლის წვდომის სისტემა გასაღებების გარეშე: გახსენით კარი მხოლოდ სმარტფონით და ისარგებლეთ ავტომატური ჩაკეტვა/გაღებით. გააზიარე „ვირტუალური გასაღებები“ Tedee აპიდან — რათა ოჯახის წევრებმა ან თანამშრომლებმა შეძლონ შესვლა თავიანთი სმარტფონებით.

დააკავშირეთ თქვენი ჭკვიანი საკეტი Tedee Bridge-თან — მიიღეთ რეალური დროის ჟურნალი, დისტანციური კონტროლი ნებისმიერი ადგილიდან და ინტეგრაცია ჭკვიან სახლის სისტემებთან:

Google Home, Amazon Alexa, Homey, FIBARO, Loxone და სხვა მრავალი.

Tedee GO2 მუშაობს მხოლოდ იმ ევროპულ ცილინდრებთან, რომლებსაც აქვთ გადაუდებელი (Emergency) გახსნის ფუნქცია: როდესაც ორივე მხარეს ერთდროულად არის ჩასმული გასაღები, ერთის დატრიალება აუცილებლად უნდა ატრიალებდეს მეორესაც.

Tedee GO2 თავსებადია ისეთ ცილინდრებთან, რომლებიც მუშაობს Tedee PRO-სთან, ასევე შესაძლებელია მისი გამოყენება deadbolt და oval mortise ადაპტერებთან Tedee GO2 Bar ადაპტერის საშუალებით.

600.00

მახასიათებლები

მოდელი TLV2.0
წონა დაახლ. 196 გ
ზომები Ø 57 მმ × 63 მმ
სამუშაო ტემპერატურა 10–40°C (მხოლოდ შიდა სივრცე)
სამუშაო ტენიანობა მაქს. 65%
ბრუნვის სიმძლავრე 1.6 Nm
წარმოების ქვეყანა პოლონეთი, ევროკავშირი
კვების წყარო 3× CR123/CR123A ელემენტი
ელემენტის მუშაობის დრო 6–8 თვემდე
უსაფრთხოება TLS 1.3
თავსებადია Tedee Bridge, Tedee Keypad
ინსტალაცია შესაძლებელია ევრო-პროფილის ცილინდრებზე ორმაგი კლაჩის (emergency) ფუნქციით