Tedee GO2-სთვის დატენვადი ელემენტების ნაკრები

სამი ცალი დატენვადი ელემენტის ნაკრები, სრულად თავსებადი Tedee GO და Tedee GO2 მოდელებთან. უზრუნველყოფს ჭკვიანი საკეტის ენერგიით მომარაგებას ერთჯერადი ელემენტების გამოყენების გარეშე.

თითოეულ ელემენტს აქვს Micro-USB პორტი, რის გამოც საჭირო აღარ არის სპეციალური ტიპის დამტენები.

კომპლექტში მოყვება სამთავიანი USB ქაბელი, რომელიც საშუალებას იძლევა ერთდროულად დატენოთ ყველა ელემენტი, კომპიუტერით ან ე.წ. “პაუერბანკით” (არ შედის კომპლექტში). ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა თავსებადი Micro-USB დამტენი.

დატენვის პროცესში LED ინდიკატორი იციმციმებს, ხოლო სრულად დატენვისას ანათებს მუდმივი სინათლით.

ლითიუმ-იონური დატენვადი ელემენტებს გავლილი აქვს მკაცრი ტესტირებები და Tedee GO და Tedee GO2 მოდელებისთვის რეკომენდირებული ენერგიის წყაროა. სრულად დატენვის შემდეგ, ერთი ნაკრები საკეტს უზრუნველყოფს ენერგიით მაქსიმუმ 4 თვემდე.

შენიშვნა: ამ ელემენტებს აქვთ 3.7 V ნომინალური ძაბვა, რაც უზრუნველყოფს ოპტიმალურ მუშაობას და ხანგრძლივ სამუშაო ციკლს. 3 V ელემენტების გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს მუშაობის დრო დატენვამდე.

139.00

მახასიათებლები

ელემენტის მოდელი RCR123A
ელემენტის ტიპი ლითიუმ-იონური
ზომები ⌀16 x 34 მმ
ტევადობა 700mAh
ნომინალური ძაბვა 3.7V
კაბელის შეყვანა (Input) USB-A
კაბელის გამავალი პორტები (Output) 3 x Micro USB
წარმოების ქვეყანა ჩინეთი
კომპლექტაცია 3 x ელემენტი, სამთავიანი USB დამტენი ქაბელი
ყუთის ზომები 13 x 7 x 2.3 სმ