გახადე საკეტი ჭკვიანი რამდენიმე წუთში.
კომფორტის ახალი დონე შენს კარზეა

სიმშვიდე და სრული კონტროლი — Tedee GO.

მომავალი უკვე აქ არის! დაემშვიდობე გასაღებების ტარების უხერხულობას.

გააღე შენი ჭკვიანი საკეტი მარტივად — სმარტფონით ან სმარტ საათით.

დაისვენე და ენდე კომფორტს — დააყენე Tedee GO, რომ კარი ავტომატურად ჩაიკეტოს ან გაიღოს, როცა სახლიდან გადიხარ ან ბრუნდები.

ისიამოვნე სახლში დაბრუნების მომენტით — კარი იღება მხოლოდ შენთვის, სმარტფონის ან ჭკვიანი სახლის სისტემის დახმარებით.

მიიღე სტუმრები უსაფრთხოდ, მაშინაც კი, როცა სახლში არ ხარ. უბრალოდ გახსენი ჭკვიანი საკეტი დისტანციურად, აპლიკაციიდან.

გაუზიარე წვდომა ოჯახს და მეგობრებს — გამოიყენე ვირტუალური გასაღებები Tedee-ს აპში და აკონტროლე, ვინ და როდის შედის.

რა შესაძლებლობებს გთავაზობს ჭკვიანი საკეტი?

Tedee სახლისთვის

დაივიწყე გასაღები

დაზოგე დრო და ენერგია — გააღე და ჩაკეტე კარი ავტომატურად ან სმარტფონის საშუალებით

Tedee ბიზნესისთვის

წვდომა ბარათების გარეშე

ბარათები ხშირად იკარგება ამის ნაცვლად, მიეცი შენს თანამშრომლებს სმარტფონებით წვდომის შესაძლებლობა.

Tedee გაქირავებისთვის

სტუმრების ავტომატური მიღება

თვითმომსახურების ჩექ-ინი და გასაღებების გარეშე წვდომა — მეტი კომფორტი თქვენთვის და თქვენი სტუმრებისათვის

What makes it GO?

Tedee GO — კარის საკეტის შეცვლა ან დამატებითი ნაწილების შეძენა აღარ არის საჭირო.

შენ შეგიძლია შეინარჩუნო ფიზიკური გასაღებები და კარის ორიგინალი მექანიზმი, და ამავდროულად ისიამოვნო ჭკვიანი საკეტის კომფორტით.

დამონტაჟება მარტივია და სრულად ფარული — გარედან შეუმჩნეველი სხვებისთვის.

Tedee GO ჭკვიანი საკეტი შენს სახლს ნამდვილ კომფორტს სძენს.

შეინარჩუნე შენი კარის საკეტი

Tedee GO რამდენიმე წუთში მონტაჟდება არსებულ ცილინდრზე — დამატებითი მექანიზმების შეცვლის გარეშე.

შეინახე შენი გასაღები

Tedee GO არის გასაღების მბრუნავი მექანიზმი, ამიტომ გასაღების შეცვლა საჭირო არ არის — ჭკვიანი საკეტი უბრალოდ ატრიალებს მას შიგნიდან. გარედან კი კარი ყოველთვის შეგიძლია გააღო ჩვეულებრივი გასაღებითაც.

სამი ხრახნი — და მზადაა

ჭკვიანი საკეტის საიმედოდ დასამაგრებლად მხოლოდ სამი ხრახნია საჭირო. ყუთში შედის ყველაფერი, რაც მონტაჟისთვის დაგჭირდება.

რა უნდა იცოდეთ?

Tedee GO-ის მარტივი მონტაჟი ხელმისაწვდომია მხოლოდ ევროპული ტიპის კარის ცილინდრებისთვის. სხვა ტიპის საკეტების შემთხვევაში შესაძლოა დამატებითი ადაპტერი იყოს საჭირო. დაგვიკავშირდი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

შეძენამდე დარწმუნდი, რომ შენი კარის ცილინდრს აქვს ე.წ. „საგანგებო ფუნქცია“.
დააჭირე აქ და გაიგე, როგორ შეამოწმო ეს ფუნქცია >>

შენს არსებულ ცილინდრს შესაძლოა დასჭირდეს კარზე მცირე ადაპტერის დამატება. ეს ადაპტერი შედის Tedee GO-ს კომპლექტში და მას თან ახლავს მარტივად გასაგები ინსტრუქცია, რომელიც მონტაჟში დაგეხმარება.

შენი ჭკვიანი გადაწყვეტილება

მიიღე ჭკვიანი საკეტის ყველა უპირატესობა ხელმისაწვდომ ფასად. შეიგრძენი ცხოვრება გასაღებების გარეშე Tedee GO-ს კომფორტით.

ცილინდრის შეცვლა არ არის საჭირო
მარტივი DIY მონტაჟი
დამატებითი მექანიზმები არ არის საჭირო

გამძლე და მტკიცე დიზაინი ხელმისაწვდომია ორ ფერში

დამატებითი პროდუქტები Tedee-ისგან

tedee-keyboard-pro-white1
tedee-bridge-1
გახსნა PIN კოდით

Tedee PRO კლავიატურა

დაამონტაჟეთ მცირე ზომის კლავიატურა თქვენი სახლის გარეთ და გააღეთ კარი გასაღებისა და სმარტ მოწყობილობების გარეშე. გამოიყენეთ PIN კოდები მარტივი წვდომის გაზიარებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად — სრული კონფიდენციალურობის შენარჩუნებით.

თქვენი კარის დისტანციური მართვა

Tedee Bridge

დააკავშირეთ თქვენი ჭკვიანი საკეტი ინტერნეტთან და მართეთ Tedee GO ნებისმიერი ადგილიდან. გააღეთ კარი დისტანციურად, შეამოწმეთ საკეტის აქტივობა რეალურ დროში და აკონტროლეთ იგი მობილური ვიჯეტების გამოყენებით.